ახალი ამბები

1 მარტიდან ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლება იგეგმება – მთავრობა

22 იანვარი, 2021 • 1868
1 მარტიდან ბაღებსა და უნივერსიტეტებში სწავლის განახლება იგეგმება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითმ ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში, უმაღლეს და პროფესიულ სასაწავლებლებში სწავლის განახლება პირველი მარტიდან იგეგმება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა დღეს, 22 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, სასწავლო დაწესებულებების გახსნა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

“საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება პირველი მარტიდან გვაქვს დაგეგმილი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე”,-აცხადებს ცქიტიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი