ახალი ამბები

მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად უნდა მუშაობა — დეკანოიძე ელისაშვილის პარლამენტში მისვლაზე

22 იანვარი, 2021 • 750
მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად უნდა მუშაობა — დეკანოიძე ელისაშვილის პარლამენტში მისვლაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე პარტია “მოქალაქეების” ლიდერების – ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის – პარლამენტში მისვლას ეხმაურება და ამბობს, რომ ისინი იქ მივიდნენ, სადაც მუშაობა სურთ.

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნამდვილად უინტერესოა, სად მივიდა ელისაშვილი, იმიტომ, რომ პარტია “მოქალაქეების” დამოკიდებულება ოპოზიციური პლატფორმის მიმართ გამოჩნდა დიდი ხანია. მივიდა იმ ადგილას, სადაც რეალურად მას უნდა მუშაობა, რომ მიანიჭოს პარლამენტს ლეგიტიმაცია”, — განუცხადა დეკანოიძემ ჟურნალისტებს.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერები, ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, “ქართულ ოცნებასთან” შესახვედრად პარლამენტში მივიდნენ. ისინი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს ხვდებიან.

როგორც ლევან იოსელიანმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი მმართველი გუნდის პოზიციების მოსმენა და იმის გაგებაა, რას აპირებენ ოპოზიციის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ახალ არჩევნებს, საარჩევნო ცვლილებებსა და იმ ადამიანების გათავისუფლებას ეხება, რომელთაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მიიჩნევს.

ოპოზიციასთან მოლაპარაკება დავასრულეთ, მზად ვართ საჯაროდ შევხვდეთ “ოცნებას” – ელისაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი