ახალი ამბები

ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ — სააკაშვილი

21 იანვარი, 2021 • 1601
ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ — სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისი წასვლის შემდეგ მისი მთავრობის მეორე გამარჯვებაა.

როგორც სააკაშვილი ამბობს, ამ გადაწყვეტილებამ ისტორიული სიმართლე დადგინა, რომ საქართველო “ცამდე მართალი”და აგრესიის მსხვერპლია.

“ეს არის მეორე გამარჯვება ჩემი მთავრობის, ჩემი მთავრობის წასვლის შემდეგ. პირველი გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ შუალედური ჰაააგის საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც მერე წულუკიანის მცდელობით მეორე ეტაპზე დავკარგეთ. ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება, ჩვენ შევიტანეთ ეს სარჩელი სტრასბურგში. მიუხედავად ივანიშვილის და მისი ბანდის მცდელობებისა, რომ ეს არ მოგვეპოვებიბა, ჩვენ ამას მაინც მივაღწიეთ”, — განაცხადა სააკაშვილმა.

აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში. პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომზე – რა მოხდა

მასალების გადაბეჭდვის წესი