ახალი ამბები

სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ 1 დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ — სამადაშვილი

21 იანვარი, 2021 • 889
სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ 1 დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ — სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს, 21 იანვარს, მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყევლასთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

“ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომ მკაფიოდ დაადგინა, ვინ არის პასუხისმგებელი 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ აგრესიაზე. 13 წლისთავზე. მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. კარგი იქნება, სიძულვილის ფერხულიდან გამოვიდეთ ერთი დღით მაინც და ერთმანეთს მივულოცოთ”, — წერს სამადაშვილი ფეისბუკზე.


აგვისტოს ომის საქმე მეორე სახელმწიფოთაშორისი დავაა, რომელიც საქართველოს აქვს რუსეთთან სტრასბურგის სასამართლოში.  პირველი დავა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ეხებოდა, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის და რუსეთს დაკისრებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება მიმდინარეობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოშიც.

2008 წლის ომზე სტრასბურგმა საქართველოს პოზიციები გაიზიარა – იუსტიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი