ახალი ამბები

მადრიდის ცენტრში აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა

20 იანვარი, 2021 • 792
მადრიდის ცენტრში აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა

მადრიდის ცენტრში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

გამოცემა ადგილობრივ რეპორტიორზე დაყრდნობით იუწყება, რომ შენობიდან კვამლი გამოდიოდა, მაშველებს კი ახლომდებარე მოხუცთა თავშესაფრიდან მოხუცები გამოჰყავდათ.

Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა დეტალები ამჟამად უცნობია. ასევე, ერთ-ერთმა თვითმხილველმა ადგილობრივ გამოცემასთან განაცხადა, რომ სულ მცირე, ერთი ადამიანი შენობაშია ჩარჩენილი.

საგანგებო სიტუაცების სამსახურს არ დაუდასტურებია ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხი ევაკუირებულია, თუმცა არ დაუდასტურებია აფეთქების წყარო. ასევე, ადგილობრივი ტელევიზია მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაძლოა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდებოდეს.  ეს ინფორმაცია ოფიციალური პირებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

აფეთქება ტოლედოს ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში მოხდა.

CNN მადრიდის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ აფეთქების შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი მათგანი 85 წლის ქალია, მეორე გარდაცვლილი კი მამაკაცია, რომლის ასაკიც ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი