ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსით თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამბიცია, რომ 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთოს, კარგია, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კი- ცუდი.
კუბილიუსის კომენტარს “ფორმულა” ავრცელებს. კუბილიუსი შეხვდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ბრიუსელში ვიზიტით იმყოფება.
როგორც კუბილიუსი ამბობს, საქართველოს პარლამენტის დღევანდელი სახით მუშაობა ქვეყნის იმიჯს აზარალებს.
“ამბიცია კარგია, პოლიტიკური სიტუაცია კი, ცუდი — მარტივი დასკვნაა. ამბიციურ მიზანს, რომ საქართველომ წევრობაზე შეიტანოს განაცხადი, შეუძლია, გააერთიანოს პოლიტიკური პარტიები. იმისათვის, რომ გადახედონ ე.წ. გამოწვევას დემოკრატიის მიმართ, სწორედ ასე ვუწოდებთ არსებულ ვითარებას. თუ პარლამენტი ისე იმუშავებს, როგორც დღეს, ეს დააზარალებს საქართველოს იმიჯს, ვიდრე ამ განაცხადს შეიტანს. ეს უნდა ესმოდეთ ქართველებსა და მმართველ პარტიას”, — განაცხადა კუბილიუსმა.
“ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე განაცხადა, რომ მათი მიზანია, 2024 წელს ქვეყანამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი გააკეთოს.