ახალი ამბები

თემქაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

20 იანვარი, 2021 • 1094
თემქაზე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა – თბილისი ენერჯი

“თბილისი ენერჯის” განცხადებით, თემქაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

კომპანიის გნაცხადებით, თემქის მე-11 მიკრორაიონიდან მათ ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ სადარბაზოში საშინელი სუნი იდგა.

ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაზის დანადგარები რემონტის გამო მოხსნილი იყო, თუმცა ცენტრალური – ღიად დატოვებული. კომპანიის განცხადებით, გაზი ღიად დატოვებული მილებიდან ჟონავდა, რომელიც ჯერ ბინაში დაგროვდა, მაღალი კონცეტრაციის შემდეგ კი სადარბაზოში გაჟონა:

“სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, თბილისი- ტრაგედიას. რომ არა მეზობლების ყურადღება, რომლებმაც „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე დარეკეს, და რომ არა სწრაფი რეაგირების სამსახურის დროული მოქმედება, ახლა ჩვენს ქალაქში დიდი ტრაგედია მოხდებოდა” ,- აცხადებენ “თბილისი ენერჯიში”.

კომპანიის განცხადებით, დროის ამ მონაკვეთში, ვინმე რომ შემთხვევით შესულიყო ბინაში და შუქი ან ასანთი აენთო, მთელი კორპუსი აფეთქდებოდა და ტრაგედია, სავარაუდოდ, დიდი მსხვერპლითაც დასრულდებოდა.

“თბილისი ენერჯი” მოუწოდებს მოსახლეობას, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ და ყურადღება მიაქციონ გაზგაყვანილობის გამართულობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი