ახალი ამბები

დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც “ტვ პირველის” ოპერატორებს მიკროფონი გასტაცეს – შსს

19 იანვარი, 2021 • 899
დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც “ტვ პირველის” ოპერატორებს მიკროფონი გასტაცეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის” ოპერატორისთვის მიკროფონის გატაცების ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავეს. პოლიცია 1993 წელსა და 1994 წელს დაბადებულ პირებს ჯგუფურად ჩადენილ ძარცვას ედავება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ოპერატორებს, 1999 წელს დაბადებულ გ.შ-სა და 1999 წელს დაბადებულ ბ.ქ-ს, „TV პირველის” კუთვნილი მიკროფონი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა”,-აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება  5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი