ახალი ამბები

შავ ზღვაში ფოთიდან გასული უცხოური გემი ჩაიძირა

17 იანვარი, 2021 • 2864
შავ ზღვაში ფოთიდან გასული უცხოური გემი ჩაიძირა

შავ ზღვაში, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში, პალაუს დროში ქვეშ მცურავი, მშრალი ტვირთების გადამზიდი გემი Arvin ჩაიძირა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედიასაშუალება Hurriyet Daily News ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, გემი ბართინის პროვინციის სანაპიროსთან ჩაიძირა. მაშველებმა ეკიპაჟის 12 წევრიდან 6-ის გადარჩენა მოახერხეს, რომელთაგან ყველა უკრაინის მოქალაქეა. ნაპოვნია 2 ცხედარი, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება.

კატასტროფის სავარაუდო მიზეზად მძიმე მეტეოროლოგიური პირობები სახელდება.

შესწორება: თავდაპირველად თურქულ მედიაზე დაყრდნობით ნიუსში აღნიშნული იყო, რომ ჩაიძირა რუსული გემი. მოგვიანებით, თურქულმა მედიამ ინფორმაცია დააზუსტა, რომლის მიხედვითაც, გემი პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა და მის ბორტზე, ძირითადად, არა რუსეთის, არამედ უკრაინის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი