ახალი ამბები

ამერიკის 50-ვე შტატი ინაუგურაციისას შესაძლო ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება

16 იანვარი, 2021 • 1416
ამერიკის 50-ვე შტატი ინაუგურაციისას შესაძლო ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატების 50-ვე შტატი და დედაქალაქი ვაშინგტონი, მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დროს მოსალოდნელი ძალადობრივი აქციებისთვის ემზადება. ინფომაციას BBC ავრცელებს.

ეროვნული გვარდიის ძალები უკვე გაგზავნილია ვაშინგტონში, რათა, საჭიროების შემთხვევაში აღკვეთონ ისეთივე თავდასხმა, როგორიც 6 იანვას კაპიტოლიუმის შენობაზე განხორციელდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო მოსახლეობას აფრთხილებს შესაძლო “შეიარაღებული მარშების შესახებ”, რომლებშიც მონაწილეობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მიიღებენ.

ჯო ბაიდენის გუნდმა უკვე მოუწოდა ამერიკელებს, რომ თავი შეიკავონ დედაქალაქში მოგზაურობისა და ინაუგურაციაზე დასწრებისგან, რადგან ქვეყანაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას ინაუგურაციისთვის თვალის დევნება საკუთარი სახლებიდან მოუწოდა.

კვირას, 17 იანვარს ამერიკაში მოსალოდნელია საპროტესტო აქციები, მას შემდეგ რაც ტრამპის მხარდამჭერებმა და მემარჯვენე ონლაინ ქსელებმა საკუთარ მხარდამჭერებს შეიარაღებული დემონსტრაციებისკენ მოუწოდეს. ასევე დემონსტრაცია მოსალოდნელია ვაშინგტონში, ინაუგურაციის დღესაც – 21 იანვარი.

მერილენდის, ნიუმექსიკოსა და იუტას გუბერნატორებმა მოსალოდნელი პროტესტის გათვალისწინებით, გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა.

კალიფორნია, პენსილვანია, მიჩიგანი, ვირჯინია, ვაშინგტონი და ვისკონსინი გამოიყენებენ ეროვნული გვარდიის ძალებს საჭიროების შემთხვევაში. ტეხასში დაიკეტა ადგილობრივი კაპიტოლიუმი ინაუგურაციის დღის ჩათვლით. ადგილობრივ შეზღუდვებს აწესებენ დანარჩენი შტატებიც.

ფოტო გარეკანზე: Reuters


ამერიკის წარმომადგენლობის პალატის მიერ დონალდ ტრამპს მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი. ამჟამად საქმე სენატშია გადაცემული. დონალდ ტრამპს ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხების გაღვივებაში ედება ბრალი, რაც კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში გამოიხატა. იმპიჩმენტი უფრო “სიმბოლურია, ვიდრე პრაქტიკული”, – აცხადებენ დემოკრატი კონგრესმენები.

დონალდ ტრამპის სოციალური მედიის ანგარიშები დროებით ან სამუდამოდ დაბლოკილია. ამის გამო მან Twitter-ის თეთრი სახლის ანგარიშით გაავრცელა მიმართვა, სადაც მოსახლეობას, მიუხედავად იმისა, რომ, მისი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა, საკუთარ სახლებში წასვლას სთხოვს. იგი ემიჯნება ძალადობასა და კაპიტოლიუმის თავდასხმის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებს.

ამერიკის მომდევნო პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება, რომლის ინაუგურაციაც 21 იანვარს გაიმართება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი