ახალი ამბები

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ახალი თავმჯდომარე აირჩა

16 იანვარი, 2021 • 1261
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ახალი თავმჯდომარე აირჩა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ახალი თავჯდომარე აირჩია, ის ცენტრისტი არმინ ლაშეტია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იგი ამ დრომდე ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის პრემიერ მინისტრია და გერმანიაში ყველაზე გავლენიან პირად ითვლება, რომელმაც, შესაძლოა, ანგელა მერკელი შეცვალოს, თუმცა, იქნება თუ არა ის პარტიის მიერ კანცლერობის კანდიდატად წარდგენილი, ეს ჯერ გარკვეული არ არის. მერკელი კანცლერის თანამდებობას სექტემბერში, 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს.

ლაშეტმა პარტიის თავმჯდომარეობისთვის გამართული არჩევნების ბოლო ტურში ფრიდრიხ მერცი 521 ხმით 466 ხმის წინააღმდეგ დაამარცხა. სხვა განდიდატები არჩევნების წინა ტურებში გამოეთიშნენ კენჭისყრის პროცესს.

ლაშეტი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე შეცვლის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს, რომელიც პარტიის თავჯდომარედ ორი წელი მუშაობდა.


გერმანიაში რიგით მე-20 ფედერალური არჩევნები წელს შემოდგომით გაიმართება, სადაც ქვეყანა მმართველ კოალიციასა და შესაბამისად, ახალ კანცლერს აირჩევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი