ახალი ამბები

ცალსხად ვგმობ ძალადობას — დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრის შესახებ

14 იანვარი, 2021 • 969
ცალსხად ვგმობ ძალადობას — დონალდ ტრამპი კაპიტოლიუმში შეჭრის შესახებ

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც პოსტზე ყოფნის ერთი კვირა დარჩა, თეთრი სახლის Twitter-ის ანგარიშის გამოყენებით ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც გმობს კაპიტოლიუმზე თავდასხმას.

“მინდა ვიყო ძალიან პირდაპირი, მე ცალსახად ვგმობ ძალადობას, რომელიც გასულ კვირას ვიხილეთ. ძალადობასა და ვანდალიზმს აბსოლუტურად არ აქვს ადგილი ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს მოძრაობაში”, – განაცხადა ტრამპმა კაპიტოლიმში შეჭრის შესახებ საუბრისას.

“ამერიკის დიდებულ ქვეყნად კიდევ ერთხელ ქცევა ყოველთვის ნიშნავდა კანონის მმართველობისა და მისი აღსრულების დაცვას და ერის ყველაზე წმინდა ტრადიციებისა და ღირებულებების პატივისცემას. ძალადობა ყველაფერს ეწინააღმეგება, რისიც მე მწამს და რასაც ჩვენი მოძრაობა მხარს უჭერს. ჩემი ნამდვილი მხარდამჭერი არასდროს ჩაიდენდა პოლიტიკურ ძალადობას, არასდროს შეურაცხყოფდა ამერიკის დროშას, არასდროს იძალადებდა თანამემამულეზე. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ ჩემი და ჩვენი მოძრაობის მხადამჭერი არ ხართ, თქვენ თავს ესხმით ჩვენს ქვეყანას. არ შეგვიძლია ამაზე თვალი დავხუჭოთ”, – მიმართა დონალდ ტრამპა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის მონაწილეებს.

დონალდ ტრამპა ამერიკელებს დამშვიდებისა და კანონისადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა.

“ყველა ამერიკელს აქვს საკუთარი ხმის მშვიდობიანი გზით გამოხატვის უფლება. ეს არის პირველი შესწორებით გათვალისწინებული უფლება. მაგრამ მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, რომ არ უნდა მოხდეს ძალადობა, კანონის დარღვევა და ვანდალიზმი. ყველა ამერიკელი უნდა დაემორჩილოს კანონს. მე ნაბრძანები მაქვს ფედერალური სამსახურებისთვის, რომ გამოიყენონ ყველა აუცილებელი რესურსი, რათა შეინარჩუნონ წესრიგი ვაშინგტონში ჩვენ ეროვნული გვარდიის ათასობით მოსამსახურის ვაგზავნით, რათა დავიცვათ ქალაქი და უზრუნველვყოთ ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანად, ინციდენტების გარეშე”, – აცხადებს ტრამპი.

იგი ასევე გამოეხმაურა სოციალური მედიის მიერ მისი ანგარიშების დაბლოკვას. ტრამპის განცხადებით, ეს არის “უპრეცედენტო თავდასხმა სიტყვის თავისუფლებაზე”.

“ახლა არის დაძაბული და ძნელი დრო. ძალისხმევა, რათა შეზღუდონ, დაბლოკონ და ცენზურა გამოიყენონ ჩვენი თანამემამულე ამერიკელების წინააღმდეგ, არის არასწორი”, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის მიმართვა Twitter-ის თეთრი სახლის ანგარიშის გამოყენებით გავრცელდა, რადგან უშუალოდ პრეზიდენტის ანგარიში სოციალურმა ქსელმა წაშალა ტრამპის მიერ პლატფორმის წესების დარღვევის გამო, რაც ძალადობისკენ მოწოდებაში გამოიხატებოდა.

ტრამპის ანგარიშები წაშლილი ან დროებით დაბლოკილია Facebook-იდან, YouTube-იდან Snapchat-იდან და Instagram-იდანაც.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს, გუშინ ღამით იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამგვარად, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც პალატამ იმპიჩმენტი უკვე მეორეჯერ გამოუცხადა. იმპიჩმენტს მხარი, დემოკრატებთან ერთად, 10-მა რესპუბლიკელმაც დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა

მასალების გადაბეჭდვის წესი