ნეტგაზეთი | ღამის კლუბში დახურული ღონისძიების გამართვისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს ღამის კლუბში დახურული ღონისძიების გამართვისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს – Netgazeti
RU | GE  

ღამის კლუბში დახურული ღონისძიების გამართვისთვის მოქალაქე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

შრომის ინსპექციამ თბილისში 2 ათასი ლარით დააჯარიმა მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთი ღამის კლუბში 13 იანვრის ღამეს დახურულ წვეულებას მართავდა.

როგორც შრომის ინსპექცია აცხადებს, ისინი ახმეტელის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ.

“ამ ტერიტორიაზე მდებარე გასართობ დაწესებულებაში ახდენდა დახურული გასართობი ღონისძიების ორგანიზებას, რაშიც მონაწილეობას იღებდა რამოდენიმე ათეული ადამიანი.

ვინაიდან აღნიშნული ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული საქმიანობა წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას, ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდა და მოხდა ღამის კლუბის საქმიანობის შეჩერება”, – აცხადებს შრომის ინსპექცია. 

როგორც უწყება აცხადებს, შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია განაგრძობს გამკაცრებულ კონტროლს რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს როგორც მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა, ისე შენარჩუნდეს დადებითი დინამიკა ახალი კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

მთავარი ფოტო: ღამის კლუბი, ზოგადი კადრი/wikiwand

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.