ახალი ამბები

გლდანში გვიან ღამით მიკროავტობუსი დაიწვა

14 იანვარი, 2021 • 965
გლდანში გვიან ღამით მიკროავტობუსი დაიწვა

თბილისში, გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებს შორის, ჯაბიძის ქუჩაზე, გვიან ღამით გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი მიკროავტობუსი დაიწვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია მანქანის აალება და იყო თუ არა ეს შემთხვევა პიროტექნიკის გამოყენებით გამოწვეული. იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილი 14 იანვარს ე.წ. ძველით ახალ წელს აღნიშნავს, შუაღამისას დედაქალაქში, მათ შორის, გლდანში, აქტიურად გამოიყენეს პიროტექნიკა.

პიროტექნიკით გამოწვეული ხანძრის შედეგად 31 დეკემბერს თბილისში რამდენიმე ავტომობილი და ავეჯის ერთი საწარმო დაიწვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი