- დაკავებისას ფიზიკურადაც იძალადეს, სიტყვიერადაც ძალიან აგინეს და ლანძღეს;
- დაემუქრნენ, რომ თუ კიდევ დაგინახავთ აქციაზე, მერე ნახე, რასაც გიზამთო;
- იზოლატორში კარგად მექცევა ყველა და პირიქით, ზრუნავენ და კომუნიკაციაც ძალიან კარგი მაქვსო.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, მიმართვა გავაკეთეთ სახალხო დამცველის აპარატთან და საქმესაც გავუწევთ კურირებას. ცუდია, რომ ეს ამბავი ასე გვიან გავიგეთ!”, – წერს არევაძე სოციალურ ქსელში.
საბა ბაღდავაძე 23 მაისს პარლამენტის წინ ზუგდიდელი აქტივისტი ქალების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ფიიერვერკი გაუშვა. ბაღდავაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მისი ადვოკატის, ნატა ახალაძის ინფორმაციით, მას მეტროთი გაჰყვა ორი პოლიციელი, რამდენიმე ეკიპაჟი კი, მანქანით. საბოლოოდ ის სახლთან ახლოს დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ახალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პოლიციელებმა სხდომაზე ეს იმით ახსნეს, რომ არ უნდოდათ დაძაბულობის გამოწვევა უშუალოდ აქციაზე.
დასანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საბა ბაღდავაძეს. შს სამინისტრო ბაღდავაძეს 4 მუხლის დარღვევას ედავებოდა – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას, აქციაზე სახის დაფარვას და პიროტექნიკის გამოყენებას.
ბაღდავაძე აქედან მხოლოდ ორს აღიარებს – ნიღბის ტარებას და ფოიერვერკის სროლას, დანარჩენ ორს კი – არა. ის ამბობს, რომ პოლიციელებისთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია – როგორც მიუთითეს, უთხრა სახელი და გვარი და წარუდგინა საბუთები. თუმცა მაინც დააკავეს და თითქმის 48 საათის განმავლობაში იზოლატორში ჰყავდათ.
25 მაისს გაიმართა სასამართლო სხდომა. სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
