ახალი ამბები

გიორგი კანაშვილმა პარტია “ლელო” დატოვა

13 იანვარი, 2021 • 1434
გიორგი კანაშვილმა პარტია “ლელო” დატოვა

გიორგი კანაშვილმა პოლიტიკური პარტია “ლელო” დატოვა. იგი ინფორმაციას საკუთარი Facebook-ის ანგარიშის მეშვეობით ავრცელებს.

კანაშვილის განცხადებით, “პოლიტიკაში ყოფნა და პოლიტიკის ანალიზი და კომენტირება სხვადასხვა რამ აღმოჩნდა, ხოლო მისთვის ეს უკანასკნელია უფრო ახლოს”.

ნეტგაზეთთან საუბრისას გიორგი კანაშვილმა განაცხადა, რომ პარტიიდან მისი წასვლა არ უკავშირდება რაიმე ტიპის უთანხმოებას.

“ასეთ რამ არ მომხდარა, უბრალოდ, მე გადავწყვიტე, რომ ნაცვლად პოლიტიკაში პირდაპირი ჩართულობისა, უფრო მეტად ანალიტიკური საქმიანობით დავკავდე”, – განაცხადა კანაშვილმა.

მისივე თქმით, მუშაობას “ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტში”, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტსა” და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაგრძობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი