ახალი ამბები

გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს — გამყრელიძე

10 იანვარი, 2021 • 960
გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი არ გვაქვს — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის შემთხვევები 5-6 ათასი არაა, გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველს არ იძლევა.

“ძალიან მშვიდად არ უნდა ვიყოთ,იმიტომ რომ ჯერჯერობით პანდემია ვითარდება და ფართოვდება. ამიტომ, ის, რომ მესამე ტალღას პროგნოზირებენ, არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან წინ არის თებერვალი, მარტი, აპრილი… ყოველდღიური შემთხვევები აღარ არის 5-6 ათასი, მაგრამ ეს 1000 და 1500 საქართველოსთვის ძალიან ბევრია.

მობილიზაცია არ გვაძლევს საფუძველს, რომ მოვეშვათ და გარკვეული შეზღუდვები შევამსუბუქოთ ისე, რომ არ დავიცვათ ძალიან მკაცრად ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა”, — განუცხადა “რუსთავი 2-ს” გამყრელიძემ.

28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით პანდემიის თანმდევი შეზღუდვები ამოქმედდა. გახანგრძლივდა ღამით გადაადგილების შეზღუდვის დრო, დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერდა, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი კი – დაიხურა.

მთავრობა გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან 31 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა და  სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა) უნდა აღდგეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი