ახალი ამბები

ლაფერაშვილი “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს

8 იანვარი, 2021 • 1498
ლაფერაშვილი “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს

გიორგი ლაფერაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან “ნეტგაზეთს” დაუდასტურა.

მისივე ინფორმაციით, არხზე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია უქმდება.

“ფორმულაში” ვრჩები. თოქშოუების მიმართულებით ვაპირებ მუშაობის გაგრძელებას. არც არაფერი ისეთი, უბრალოდ, თათბირი გვქონა 2 დღის წინ თანამშრომლებთან და ვუთხარი, რომ საინფორმაციოს ხელმძღვანელი აღარ ვიქნები. არანაირი ცვლილებები არ იგეგმება, პროდიუსინგი რჩება როგორც არის და ბორდს ვაკეთებთ, რომლის წევრიც მეც ვიქნები და რომელიც მიიღებს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს ნიუსთან დაკავშირებით”, — განაცხადა ლაფერაშვილმა.


ტელეკომპანია “ფორმულა” 2019 წელს მას შემდეგ დაფუძნდა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებით “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ტელეარხის თანამშრომელთა ნაწილმა მუშაობა სწორედ “ფორმულაში” გააგრძელა.

ტელეარხის მთავარი დამფინანსებელი და საკონტროლო პაკეტის (51%) მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. კომპანიის დირექტორი ზურაბ (ზუკა) გუმბარიძეა, დირექტორის მოადგილე კი “ქრისტიან-დემოკრატების” ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი