ახალი ამბები

სენაკში ახალგაზრდა კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

8 იანვარი, 2021 •
სენაკში ახალგაზრდა კაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლო­ტე­ტის სო­ფელ კო­ტი­ა­ნეთ­ში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ადგილობრივები ჟურნალისტებთან ყვებიან, გარდაცვლილი კაცი ოჯახის წევრებმა სახლთან ახლოს იპოვეს და  დაზიანებები ყელსა და ხელების არეში აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ამბობენ, რომ გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცრდეს.

უწყების თქმითვე, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი