ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალექსანდრე ანქვაბი კორონავირუსის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს

7 იანვარი, 2021 •
ალექსანდრე ანქვაბი კორონავირუსის მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს

დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი კორონავირუსის მკურნალობას გუდაუთის საავადმყოფოში განაგრძობს.

ანქვაბი საავადმყოფოში 4 იანვრიდან იმყოფება, თუმცა ინფორმაცია მომდევნო დღეს გახდა ცნობილი.

მედიასაშუალების “აფხაზეთი დღეს” მიხედვით, “მისი მდგომარება სტაბილურია, არ შეიმჩნევა ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური განვითარება. იგი დაკვირვებას საავადმყოფოში საჭიროებს”.

ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდგინდა. მედიკოსების განცხადებით, იმ დროს მას ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებოდა და მკურნალობას საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში გადიოდა.

კორონავირუსი დაუდგინდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასაც, რომელიც ასევე თვითიზოლაციაში იმყოფება. ბჟანიას მდგომარეობა სტაბილურია, გუშინ მან აფხაზეთის მოსახლეობას შობის დადგომა მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი