ახალი ამბები

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო შემოვიდა

6 იანვარი, 2021 • 1090
აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოში 13 000 ტონა ხორბალი და 4 000 ტონა სოიო შემოვიდა

აშშ-ის სოფლის მეურნეობის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ფარგლებში საქართველოში 13 ათასი ტონა ხორბალი და 4 ათასი ტონა სოიო შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ხორბალი და სოიო  ფოთის პორტში 3 იანვარს შემოიტანა ორგმა გემმა — Ocean Gladiator და Babuza Wisdom-მა.

“სოიო და ხორბალი საქართველოს ბაზარზე გაიყიდება და შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში”, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი