ახალი ამბები

იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა

4 იანვარი, 2021 • 1292
იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ ბექა ძამაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბექა ძამაშვილი  2016 წლიდან დღემდე  იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის, მანამდე კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.

დღეიდან ბექა ძამაშვილი იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში კურირებას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს საქმიანობას საერთშორისო მიმართულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი