ახალი ამბები

ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი ძლიერი ქარის პროგნოზის გამო დაიხურა

4 იანვარი, 2021 • 1239
ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი ძლიერი ქარის პროგნოზის გამო დაიხურა

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4-5 იანვარს ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამ პროგნოზის გამო ზუგდიდში ბოტანიკური ბაღი რამდენიმე დღით სტუმრებისთვის დაიხურა.

✅ ყურადღება!
? ძლიერი ქარის გამო და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით 4 და 5 იანვარს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დაიკეტა.

Posted by ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი / Zugdidi Botanical Garden on Monday, 4 January 2021

ბოტანიკური ბაღის განცხადებამდე ძლიერი ქარის შესახებ სპეციალური გაფრთხილება გარემოს ეროვნულმა სააგენოტმაც გაავრცელა. უწყება ამბობს, რომ დღეს და ხვალ შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთი მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი – „რომლის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს,“.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და საჭიროების შემთხვევაში, მაშველები ადგილზე მივლენ. უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით ქარის მიერ ინფრასტუქტურის დაზიანებაზე გამოძახება არ ყოფილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი