ახალი ამბები

პიროტექნიკით დაზიანებები 51-მა ადამიანმა მიიღო: საგანგებო სიტუაციების ცენტრი

1 იანვარი, 2021 • 1192
პიროტექნიკით დაზიანებები 51-მა ადამიანმა მიიღო: საგანგებო სიტუაციების ცენტრი

31 დეკემბერსა და 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრიდან მიაწოდეს.

უწყების თანახმად, ჰოსპიტალიზირება 36 მათგანს დასჭირდა.

დაზიანების შემთხვევები ასე ნაწილდება:

თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 27-ს;

რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა – 9-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი