ახალი ამბები

თბილისის ნაძვის ხე პიროტექნიკით დაზიანდა

1 იანვარი, 2021 • 1460
თბილისის ნაძვის ხე პიროტექნიკით დაზიანდა

თბილისის მთავარი ნაძვის ხე ახალი წლის ღამით პიროტექნიკით დაზიანდა. აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყებაში ამბობენ, რომ დაზიანებულია ნაძვის ხის მცირე მონაკვეთი და მის აღსადგენად მუშაობა უკვე დაწყებულია.

სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” ასრულებს.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე  დედაქალაქის მერიას თითქმის 1 მილიონი ლარი დაუჯდა. ის იტალიიდან ჩამოიტანეს. ნაძვის ხის სიმაღლე 25 მეტრია  და 33 000 ცალი ნაძვის ხის მწვანე ტოტითა და LED განათებებითაა გაფორმებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი