ახალი ამბები

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

30 დეკემბერი, 2020 • 742
ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა

ქუთაისის შემოვლით გზაზე ორმხრივი მოძრაობა გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილებს უკვე ორმხრივად გადაადგილება შეუძლიათ და ამჟამად თითო მიმართულებისთვის თითო ზოლი იქნება გახსნილი. ქარსელაძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე კვირაში მძღოლები სრულად, ოთხზოლიანი გზით სარგებლობას შეძლებენ:

“მიხედავად პანდემიის გამოწვევებისა, გამორჩეული აღმოჩნდა 2020 წელი. ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დავაანონსეთ 70 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რომელიც შესრულებულია. კერძოდ, გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე, 40 კმ. აშენებული გზიდან, 19 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც ზაფხულში გავხსენით, დაემატა კიდევ 12 კმ-იანი მონაკვეთი და ეტაპობრივად უახლოეს კვირებში მოხდება უკვე სრულად 4- ზოლიანი გზით სარგებლობა.

ამ ეტაპზე 10 კმ-იანი მონაკვეთია, სადაც საბოლოო სამუშაოები მიმდინარეობს და საგზაო უსაფრთხოების გათვალისწინებით 2- ზოლიანი მოძრაობაა, თუმცა რამდენიმე კვირაში სრულად 4- ზოლიანი გახდება აქაც მოძრაობა. ჩვენ უკვე შეგვიძლია აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნით სარგებლობისას გვერდი ავუაროთ ქუთაისს და, შესაბამისად, გავანახევროთ გადაადგილების დრო და ასევე განვტვირთოთ ქალაქი ქუთაისი” ,- ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13- კმ-იანი გზა, ქუთაისის შემივლითი გზა და ჯაპანა-ლანჩუთის 14- კმ-ინი მონაკვეთი. ამ მონაკვეთების საშუალებით, იანვრიდან შესაძლებელი იქნება 1 საათის დაზოგვა და თბილისიდან ბათუმამდე 5 საათის ნაცვლად 4 საათში ჩასვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.