ახალი ამბები

თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი დაჭრეს

30 დეკემბერი, 2020 • 1725
თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი დაჭრეს

თელავში ცხოველთა დაცვის ფედერაციის წევრი დაჭრეს. შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა არხმა” გაავრცელა. მათივე ცნობით, დაშავებულს ჭრილობა სახის არეში აქვს მიყენებული. როგორც ის “მთავარ არხთან” ამბობს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელსაც მისი ძაღლი გაედევნა, ჯერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი სახე დაუზიანა.

როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.

ფოტო: “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი