ახალი ამბები

ტაქსის მძღოლები კორონავირუსის სწრაფ ტესტირებას გაივლიან – კალაძე

30 დეკემბერი, 2020 • 1469
ტაქსის მძღოლები კორონავირუსის სწრაფ ტესტირებას გაივლიან – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მოძრავი ტაქსის მძღოლები კორონავირუსის ტესტირებას ე.წ. სწრაფი ანტიგენზე დაფუძნებული ტესტებით გაივლიან.

“მათ მოსახლეობის დიდ ნაწილთან უწევთ კომუნიკაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ისინი დაექვემდებარებიან სწრაფი ანტიგენით ტესტირებას. დაახლოებით 18 000 მძღოლი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს, თუ სად გაივლიან ტესტირებას”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ტესტირება ტაქსის მძღოლებისთვის სრულიად უფასო იქნება.


მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ახალი რეგულაციების ფარგლებში თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება, ტაქსი ერთადერთ სამგზავრო საშუალებად იქცა.

ტაქსის მძღოლები ვალდებულნი არიან მგზავრები მხოლოდ უკანა სავარძელზე განათავსონ და ატარონ პირბადე.

მასალების გადაბეჭდვის წესი