ახალი ამბები

კორონავირუსი: 38 გარდაცვლილი და 1738 ახალი შემთხვევა – 30 დეკემბერი

30 დეკემბერი, 2020 • 1316
კორონავირუსი: 38 გარდაცვლილი და 1738 ახალი შემთხვევა – 30 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა კიდევ 1 494 პაციენტი.

რაც შეეხება ტესტირებას, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 14 192 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7 074 ანტიგენის ტესტით, ხოლო 7 118 – PCR ტესტით.

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 225 893 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 210 445 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 481 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი