ახალი ამბები |

ხვიჩია კონსტრუქციულს უწოდებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გადაწყვეტის იდეას

29 დეკემბერი, 2020 | | 614
ხვიჩია კონსტრუქციულს უწოდებს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით გადაწყვეტის იდეას

“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია კონსტრუქციულს და სამართლიანს უწოდებს იდეას, რომლის მიხედვითაც ხელახალი საპარლამენტო არჩევნების საკითხი შესაძლოა ადგილობრივი თვითმმართველობის არევნების შედეგებს მიებას.

თვითმმართველობის არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. ზემოხსენებული იდეის მიხედვით კი, თუ ამ არჩევნების პროპორციულ ნაწილში “ქართული ოცნება’ 48%-ზე, ანუ იმაზე ნაკლებს აიღებს, ვიდრე 2020-ში, ის 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს. “მთავარი არხისა” და ტვ პირველის ცნობით, ამ შეთავაზების გაკეთებას ხელისუფლება ოპოზიციისთვის აპირებს იმ პირობით, თუ ეს უკანასკნელი პარლამენტში შევა. ამ ინფორმაციის ნმადვილობას ხელისუფლება არ ადასტურებს.

იაგო ხვიჩიამ რ2-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეს იდეა ფასილიტატორებისგან მოდის.

“ეს ინფორმაცია მუსირებდა პოლიტიკურ სივრცეში, ვიცოდით ამ იდეის არსებობის შესახებ. მე ძალიან მომწონს ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ ფასილიტატორების შეთავაზება არის ძალიან კონსტრუქციული და სამართლიანი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, უნდა მოგვარდეს პოლიტპატიმრების თემა, რადგან ისე მოლაპარაკება ვერ შედგება, ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის საკითხი და საარჩევნო სისტემა. ხვიჩია სრულად პროპორციულ, უბარიერო სისტემას უჭერს მხარს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი