ახალი ამბები

აშშ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშის მიღების შემდეგ დაეხმარება

29 დეკემბერი, 2020 • 1352
აშშ საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობაზე ანგარიშის მიღების შემდეგ დაეხმარება

„ამერიკის ხმა“ იუწყება, რომ აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო კანონი, რომლის ძალითაც შეერთებული შტატები საქართველოს უნდა დაეხმაროს $132,025,000-ით, თუმცა, გარკვეული დათქმით.

კერძოდ, გამოცემის თანახმად, კანონში, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა და რომელსაც ხელი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 დეკემბერს მოაწერა, ნათქვამია, რომ ეს დათქმა გულისხმობს შემდეგს:

„სახელმწიფო მდივანმა კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოში „კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების“ თაობაზე“. ამისათვის სახელმწიფო მდივანს 90-დღიანი ვადა აქვს.

სქრინშოტი მიღებული აქტიდან/ნეტგაზეთი

როგორც VOA-ც წერს, კანონის განმარტებითი ბარათი დეტალურად აღწერს, თუ რას უნდა მოიცავდეს სახელმწიფო მდივნის ანგარიში:

„საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ეს შეთანხმება [სენატსა და წარმომადგენელთა პალატას შორის] აგრძელებს ქართველი ხალხის დახმარებას დემოკრატიის გაძლიერების, მმართველობის და კანონის უზენაესობის კუთხით.

(a)1 ქვეთავის მოთხოვნების შესაბამისად, არაუგვიანეს 90 დღის ვადაში ამ აქტის ამოქმედებიდან, სახელმწიფო მდივანმა ასიგნებების კომიტეტს ანგარიში უნდა წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის პირველი იანვრიდან

(1) დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, უკანასკნელი არჩევნებით,

(2) კორუფციასთან ბრძოლის,

(3) კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოურ საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“ [თარგმანი — „ამერიკის ხმა“]

სქრინშოტი განმარტებითი ბარათიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი