ახალი ამბები

“ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო” – უგულავა ხოშტარიას წასვლაზე

28 დეკემბერი, 2020 • 1117
“ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო” – უგულავა ხოშტარიას წასვლაზე

“ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტო. ამის უფლება აქვს”, – ეს განცხადება ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა ელენე ხოშტარიას პარტიიდან  წასვლის კომენტირებისას.

მისი თქმით, ხოშტარიას წასვლის მიზეზი არ ყოფილა ის, რომ  პარტიაში აქტივიზმის საშუალებები ჰქონდა შეზღუდული. უგულავას განმარტებით, ხოშტარიამ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დაალხოებით 1.5 წლის წინ მიიღო.

“მე მხოლოდ წარმატებას ვუსრუვებ, რადგან ყველა ადამიანი, იქნება ის პარტიულ სტრუქტურაში გაერთიანებული თუ იქნება მარტო, ღირებულია, როდესაც გათავისებული აქვს ივანიშვილის მმართველობის საფრთხეები და ელენეს ეს სრულად აქვს გათავისებული. ის წინა ხაზის ერთ-ერთი მებრძოლია და ასეთად დარჩება”, – განაცხადა უგულავამ.

ელენე ხოშტარია ადასტურებს, რომ ევროპულ საქართველოს ტოვებს და ახალი პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბებას აანონსებს. ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს ოფისში, პარტიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხოშტარია ადასტურებს, რომ ევსაქებს ტოვებს და ახალ პოლიტიკურ ძალას აანონსებს

მასალების გადაბეჭდვის წესი