ახალი ამბები

კორონავირუსი: 24 საათში 4769 ტესტი, 538 ახალი შემთხვევა – 28 დეკემბერი

28 დეკემბერი, 2020 • 1462
კორონავირუსი: 24 საათში 4769 ტესტი, 538 ახალი შემთხვევა – 28 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 766 პირი.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მანამდე არაერთხელ განმარტეს, შაბათ-კვირას შედარებით ნაკლები ტესტი ტარდება. მთავრობის ადმინისტრაციის დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათში სულ 5 000-მდე ტესტი ჩატარდა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 769 კვლევა ტესტით, მათ შორის 1 955 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 814 -PCR ტესტით,“.

საქართველში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 222 143 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 206 313 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 418 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი