ახალი ამბები

იმერეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

27 დეკემბერი, 2020 • 904
იმერეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდები 1990 წელს დაბადებული ბ.გ დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 26 დეკემბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში, მეზობლურ დავასთან დაკავშირებით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ მეზობელს სანადირო თოფით სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარიდან რამდენიმე საათში ბ.გ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი