ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს

27 დეკემბერი, 2020 • 1032
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად აირჩიეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია დღეს, 27 დეკემბერს გამართულ პარტიის ყრილობაზე, ოფიციალურად აირჩიეს.

ენმ-მ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკზე სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომელშიც მოქალაქეებს კანდიდატებისთვის ხმის მიცემა დისტანციურად შეეძლოთ.

პარტიაში ამბობენ, რომ ამ არჩევნებში 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა უმეტესმა ნაწილმა ნიკა მელიას მისცა ხმა. მელიას ოპონენტმა, ლევან ვარშალომიძემ ხმების 36.1% აიღო.

მანამდე, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტს გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა 15 დეკემბერს ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ ფეისბუკზე გამოქვეყნა განცხადება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზებს შორის პარტიაში “ოდიოზური ფიგურების” გამოჩენა, ელჩების წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმა” და სხვა უთანხმოებები დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი