ახალი ამბები

კორონავირუსი: 1 097 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი – 27 დეკემბერი

27 დეკემბერი, 2020 • 945
კორონავირუსი: 1 097 ახალი შემთხვევა, 25 გარდაცვლილი – 27 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 097 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 208 პირი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 8 394 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 3 993 ანტიგენის და 4 401 PCR ტესტი.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • აჭარა – 81
  • იმერეთი – 185
  • ქვემო ქართლი – 84
  • შიდა ქართლი – 63
  • გურია – 26
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61
  • კახეთი – 61
  • მცხეთა-მთიანეთი – 30
  • სამცხე-ჯავახეთი – 17
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან ამ დრომდე კორონავირუსის 221 605 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 377 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 203 547.

ამ დროისთვის ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 15 655-ია. მათ შორის 5 677 ადამიანი კლინიკებში მკურნალობს, 1 393 მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 585 პირი კი ბინაზე მკურნალობს. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 896 ადამიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი