ახალი ამბები

ჯაფარიძემ და სხვებმა დააფუძნეს ახალი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება”

26 დეკემბერი, 2020 • 1447
ჯაფარიძემ და სხვებმა დააფუძნეს ახალი პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება”

ზურაბ ჯაფარიძემ და “გირჩის” სხვა ყოფილმა წარმომადგენლებმა დააფუძნეს ახალი პარტია, სახელწოდებით “გირჩი – მეტი თავისუფლება”. სადამფუძნებლო ღონისძიება 26 დეკემბერს, თბილისში შედგა.

როგორც პარტიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ღონისძებაზე წარადგინეს პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიების 9-9 წევრი, რომლებიც მანამდე ფეისბუქ-ჯგუფში, ონლაინ კენჭისყრით აირჩიეს.

ახალ პარტიას, დაახლოებით, 400 დამფუძნებელი ჰყავს. როგორც პრესსამსახურში ამბობენ, ლიდერებთან ერთად დამფუძნებელთა შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც “მხარს უჭერს, აფინანსებს და ეხმარება” პარტიას.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე “ფომულასთან” საუბრისას აღნიშნავს, ფიქრობს, რომ ახალი პარტიის ამომრჩევლები იქნებიან ის მოქალაქეები, რომლებიც აქმდე “გირჩს” უჭერდნენ მხარს.

“ელექტორატი, სავარაუდოდ, იგივე იქნება: ადამიანები, რომელთაც, მათ შორის, ბოლო არჩევნებზე, მხარი დაუჭირეს გირჩს. უბრალოდ, ვაპირებთ, ეს ეელქტორატი კიდევ უფრო გავზარდოთ… მე მინდა, რომ საბოლოო ჯამში, გირჩი იქცეს ია პლატფორმად, პირველ რიგში, ახალგაზრდებისთვის|, – ამბობს ის.

ჯაფარიძის თქმით, პარტიას შეუერთდებიან ისინიც, “ვინც აქამდე “გირჩში” ვერ ხედავდა შესაძლებლობას, მისულიყო და საკუთარი თავის რეალიზაცია ეცადა.

“ახლა მოდიან სხვადასხვა ინიციატივით და იდეით და რაღაცნაირად მინდა, ყველას დავეხმარო”, – დასძენს ჯაფარიძე.

რა მოხდა “გირჩი”

„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის შიდა ჯგუფში 4 დეკემბერს დაწერა, რომ აღარ აპირებს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“:

„სამწუხაროდ, ერთი მხრივ, ჩემი, ხოლო მეორე მხრივ, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას. ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ არა იაგოს განცხადების შინაარსის გამო“.

აღნიშნულს წინ უძღოდა იაგო ხვიჩიას პოსტი ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებით. ბავშვთა პორნოგრაფიის შეძენა-მოხმარების გამო შსს-ს მიერ მოქალაქის დაკავების შემდეგ ფეისბუკზე ხვიჩიამ დაწერა:

„ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა [შეინახა], ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“, – დაწერა ხვიჩიამ ფეისბუკზე. ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ჯაფარიძემ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ პოსტთან დაკავშირევით განაცხადა, რომ ხვიჩიას ნათქვამი „არასწორია“, მაგრამ „არა შინაარსის გამო“.

ზემოხსენებულის შემდეგ ჯაფარიძემ თქვა, რომ “გირჩი” კი არ დაიშალა, არამედ, გაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი