ახალი ამბები

კორონავირუსი: 39 გარდაცვლილი და 1784 ახალი შემთხვევა – 26 დეკემბერი

26 დეკემბერი, 2020 • 1531
კორონავირუსი: 39 გარდაცვლილი და 1784 ახალი შემთხვევა – 26 დეკემბერი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 784 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების თქმით, ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4 119 ადამიანი.

“ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 801
  • აჭარა – 121
  • იმერეთი – 281
  • ქვემო ქართლი – 101
  • შიდა ქართლი – 119
  • გურია – 40
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140
  • კახეთი – 110
  • მცხეთა-მთიანეთი – 30
  • სამცხე-ჯავახეთი – 31
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10

“ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 606, აჭარაში-528, იმერეთში-1 134.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში-501, აჭარაში-109, იმერეთში-234. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში-195, აჭარაში-32, იმერეთში-74.

1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551-თბილისში, 647-აჭარაში, 110-იმერეთში. 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე”, – აღნიშნავს მთავრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი