24 დეკემბრის 10 საათის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 972 შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა 216 843-მდე გაიზარდა. მათგან გამოჯანმრთელდა 194 705 პაციენტი, ბოლო 24 საათში –2 737 ადამიანი.
ქვეყანაში ვირუსს კიდევ 43 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 2 276-მდე გაიზარდა. მთავრობის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში 13 699 კვლევა ჩატარდა, მათგან 7 146 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 553 კი- PCR ტესტით.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1972 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა-139, იმერეთი-279, ქვემო ქართლი-112, შიდა ქართლი-145, გურია-30, სამეგრელო – ზემო სვანეთი-120, კახეთი-117, მცხეთა-მთიანეთი-57, სამცხე-ჯავახეთი –32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-21. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 19 836-ია, მათგან 6 149 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.








