ახალი ამბები

ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

23 დეკემბერი, 2020 • 659
ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

ლაგოდეხში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს. “რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

მათივე ცნობით, გოგოს ოჯახი გამტაცებლის პოვნას და შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი