ახალი ამბებირეკლამა

“რაგბის სიყვარულის გამო ვაფასებ ირაკლი აბუსერიძის ამბიციას – გახდეს კავშირის პრეზიდენტი”

23 დეკემბერი, 2020 • 2207
“რაგბის სიყვარულის გამო ვაფასებ ირაკლი აბუსერიძის ამბიციას – გახდეს კავშირის პრეზიდენტი”

 30 დეკემბერს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო კენჭისყრაა. კენჭისყრაზე სამი კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ცხრა ნომერი ირაკლი აბუსერიძე, აბუ.

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ნაკრების ყოფილ მორაგბესთან, ვიქტორ დიდებულიძესთან, რომელმაც ბორჟღალოსნების შემადგენლობაში 31-ჯერ ითამაშა.

როგორ გაიცანი აბუ?

ირაკლი რაგბის ოჯახში გავიცანი. მაშინ აბუ საკმაოდ ახალგაზრდა იყო. პერიოდიც არ იყო კარგი, ძალიან რთული წლები ედგა რაგბის თემს. იმ წლებიდან *მოყოლებული მოვდივართ და რაგბის მზიან დღეებსაც ერთად შევეგებეთ. 

რას გამოარჩევდი აბუში?

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ადამიანს მატერიალური მოთხოვნები არ ამოძრავებს და მისთვის მთავარი რაღაც დიდი მიზანი, რაღაცის მიმართ დიდი სიყვარულია. აბუ ასეთი ადამიანია. აბუ ერთ-ერთი პირველი იყო იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც ინიციატივით შემოვიდნენ რომ საქართველოს სანაკრებო თამაშებზე, საფრანგეთიდან, საკუთარი სახსრებით გვევლო. სწორედ ამ მტკიცე რაგბისადმი სიყვარულის გამო ვაფასებ მის ამბიციას რომ გახდეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

რა არის აბუს ის სამოედნო ხასიათი რომელიც პრეზიდენტობისას გამოადგება?

აბუ მოედანზე შეუპოვარია. ცხრა ნომერი სხარტად იღებს გადაწყვეტილებას, სწორი მისამართით აგზავნის პასს და ბურთს თავადაც მიყვება. ცხრა ნომრისთვის საჭიროა როგორც ფიზიკური და ტექნიკური სიძლიერე, ამავდროულად გონებრივი გამჭრიახობა. აბუ განუწყვეტლივ მუშაობდა საკუთარი თავის განვითრებაზე და ამიტომაც იყო უმაღლესი დონის ცხრა ნომერი. მოლოდინი მაქვს რომ აბუ თავის სათამაშო ეთიკას მენეჯერულ შესაძლებლობებში გამოავლენს და დაუზოგავად იმუშავებს იმ პროფესიულ ნაკლებზე, რომელსაც საკუთარ თავს შეამჩნევს. 

რა არის აბუს მინუსი?

აბუ ხშირად ურტყამდა ფეხს და ბევრს გვარბენინებდა. ბევრი სირბილი დამღლელია. რა გაცინებთ , მართლა. 

რომელ წესს შეცვლიდი რაგბიში?

მაღალი ბოჭვის წესს შევასუსტებდი. კერძოდ, მხრებში ბოჭვის ნაწილს.


ინტერვიუს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი