ახალი ამბები

“ინფორმაცია გამოვითხოვეთ” – გვენეტაძე თურქულ ბანკებზე სოხუმის განცხადებას ეხმაურება

22 დეკემბერი, 2020 • 1366
“ინფორმაცია გამოვითხოვეთ” – გვენეტაძე თურქულ ბანკებზე სოხუმის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ გამოითხოვეს ინფორმაცია საქართველოში ლიცენზირებული ორი ბანკისგან, რომელიც დე ფაქტო აფხაზეთის განცხადების თანახმად, მათ საბანკო პლასტიკურ ბარათებს, “აპრას” ემსახურება.

“რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია გამოვითხოვეთ. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ეს არ ეხება ბანკებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არიან ლიცენზირებულნი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით დეტალებს დავაზუსტებთ. რამდენადაც ვიცი, თავად ბანკებიც გააკეთებენ ამაზე განცხადებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ვმოქმედებთ. [ბანკებისგან ველოდებით] იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ გვქონდეს სრული ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ”,-აცხადებს გვენეტაძე.

აფხაზური მხარის, კერძოდ, დე ფაქტო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზურ საბანკო პლასტიკურ ბარათებს, “აპრას” უკვე ემსახურება ორი მსხვილი თურქული ბანკიც- «Is Bank» [იშბანკი] და «Ziraat Bank» [ზირაათ ბანკი]. აღნიშნული ბანკები საქართველოს ტერიტორიაზეც საქმიანობენ.

სოხუმის ცნობითვე, დღესდღეობით, АПРА «World» ბარათებს ემსახურებიან შემდეგ ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, უზბეკეთი, სომხეთი და თურქეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი