ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი აცხადებს, რომ თურქული ბანკები აფხაზურ პლასტიკურ ბარათებს ემსახურებიან

22 დეკემბერი, 2020 • 1831
სოხუმი აცხადებს, რომ თურქული ბანკები აფხაზურ პლასტიკურ ბარათებს ემსახურებიან

აფხაზური მხარის, კერძოდ, დე ფაქტო ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აფხაზურ საბანკო პლასტიკურ ბარათებს, “აპრას” უკვე ემსახურება ორი მსხვილი თურქული ბანკიც- «Is Bank» [იშბანკი] და «Ziraat Bank» [ზირაათ ბანკი]. აღნიშნული ბანკები საქართველოს ტერიტორიაზეც საქმიანობენ.

სოხუმის ცნობითვე, დღესდღეობით, АПРА «World» ბარათებს ემსახურებიან შემდეგ ქვეყნებში: რუსეთის ფედერაცია, ბელარუსი, უზბეკეთი, სომხეთი და თურქეთი.

სხვადასხვა ქვეყნის ბანკების მიერ აფხაზური საბანკო სისტემის აღიარების საკითხთანდაკავშირებით თბილისის პოზიციის გასაგებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. პასუხის მიღებისთანავე ნეტგაზეთი საგარეო უწყების კომენტარს შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი