ახალი ამბები

იმდენი რამე გაგიკეთებიათ, პრეტენზია მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? — “ოცნების” დეპუტატი ჩხენკელს

22 დეკემბერი, 2020 • 857
იმდენი რამე გაგიკეთებიათ, პრეტენზია მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? — “ოცნების” დეპუტატი ჩხენკელს

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ახალი “კულტურა” უნდა დაინერგოს, რომელიც საზოგადოებისთვის სამინისტროების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

აღნიშნული ინიციატივა ზავრადაშვილს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინა.

როგორც ზავრდაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს საქმიანობის შესახებ ბევრი რამ თავადაც პირველად გაიგო.

“იმდენი რამე გაგიკეთებიათ ამ ხნის განმავლობაში, ყველაზე მეტი პრეტენზია რაზედაც მაქვს, რატომ არ იცის ეს ხალხმა? იქნებ, რაღაცა კულტურა დავნერგოთ, რომ  ყოველი თვის ბოლოს იქნება თუ კვარტლის ბოლოს, მოსახლეობამ მაქსიმალურად მიიღოს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს ეს სამინისტრო”, — განაცხადა ზავრდაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი