ახალი ამბები

არავის ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპიგი იქნება – თურნავა

21 დეკემბერი, 2020 • 856
არავის ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპიგი იქნება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა 24 დეკემბერს გარკვეული შეზღდუდვების დროებით მოხსნასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისივე თქმით, სავაჭრო მოლები რომც გაიხსნას, “საახალწლო შოპინგის” მოლოდინი ნურავის ექნება. ეკონომიკის მინისტრმა არ დააზუსტა, რა შეზღუდვები იმოქმედებს გახსნის შემთხვევაში:

“იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მოხდა გარკვეული ლიბერალიზაცია ამ დღეებში ვაჭრობასთან მიმართებაში, არავის ეგონოს, რომ ეს ჩვეულებრივი წინასაახალწლო შოპიგი იქნება. არავითარ შემთხვევაში! თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების [ფონზე]. თქვენ გინდათ დეტალებზე ვიმსჯელო, მაგრამ ისევ ვიმეორებ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, იმდენად რთული საკითხია და იმდენად ვუფრთხილდებით პირველ დადებით ნიშნებს, რაც გვაქვს, რომ მეტი მსჯელობა გვჭირდება.”

საქართველოს მთავრობის მიერ 28 ნოემბერს დაწესებული ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვების გამო ქვეყნის მასშტაბით დახურულია სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ტიპის ბაზრები. მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს აქამდე დაანონსებული გეგმის თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან დაიწყება, რომელიც 2 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. ამ პერიოდში – 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები და აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

18 დეკმებრს ნათია თურნავა სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგელებს შეხვდა, როგორც გუშინ, 20 დეკემბერს, “ტვ პირველის” ეთერში “თბილისი ცენტრალის” დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა თქვა, შეხვედრაზე სექტორმა დეტალურად გააცნო მინისტრს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის დეკემბერში მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი