ახალი ამბები

რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

20 დეკემბერი, 2020 • 1141
რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა

რეჟისორი გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, გოგი ქავთარაძე სხვადასხვა წლებში იყო ქუთაისის, სოხუმის, ალ. გრიბოედოვის სახელობის, რუსთავის თეატრების დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მან სხვადასხვა თეატრის სცენაზე არაერთი სპექტაკლი დადგა, თეატრსა და კინოში უამრავი სახასიათო როლი შექმნა.

გოგი ქავთარაძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდერის კავალერი. 2004 – 2008 წლებში ის ასევე იყო შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის პროფესორი. გოგი ქავთარაძე 2012-2016 წლებში მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო “ქართული ოცნებიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი