ახალი ამბები

ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

20 დეკემბერი, 2020 • 932
ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ახალი რეგულაციების შესახებ აფრთხილებს

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ „კოვიდ-განგაშის“ ახალი, მეოთხე დონის სისტემის “Tier Four” ამოქმედდების გამო, საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

საელჩოს ცნობით, მეოთხე დონის სისტემა შემდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს:

  •  აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით;
  • სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია;
  • სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია;
  • ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი და გასართობი იხურება;
  • პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდ განგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ;
  • აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამი დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ “მხარდამჭერი წრის” წევრების მონახულება;
  • აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება.

ახალი შეზღუდვების შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 19 დეკემბერს განაცხადა. მიმართვაში ჯონსონი ამბობს რომ ამ რეგიონებში კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, რისი ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ვირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც წინა კვირას აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი