თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 8 წლის გიგი ჩანგელიას სახლის ნგრევის შეჩერებაზე. ინფორმაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა მიიღო.

“სასამართლოს დასაბუთება არის ძალიან სევდიანი და ტექნიკური, როდესაც სასწორზე დევს ბავშვის ისაფრთხოება და მისი სახლის გადარჩენა. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ბავშვს ვუთხარით სასამართლო მას მთელი გულით და ყურადღების მოუსმენდა. სასამართლოს უარს გავასაჩივრებთ”, – წერს უფლებადამცველი ფეისბუქზე.

ანა არგანაშვილის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლები 20 დეკემბრის დილიდან მივლენ ადგილზე, რათა ბიჭის სახლი არ დაანგრიონ:

“იქ სხვა ბავშვიანი ქალებიც გველიან რომ დავეხმაროთ სახლის გადარჩენაში. ყველას დავეხმარებით სამართლებრივი გზით, როგორც შეგვიძლია”.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“  თბილისის საქალაქო სასამართლოს 18 დეკემბერს 8 წლის გიგი ჩანგელიას სახელით მიმართა მოთხოვნით, რათა მას სახლი არ დაუნგრიონ.

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში