ახალი ამბები

ანა დოლიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს

18 დეკემბერი, 2020 • 1512
ანა დოლიძე სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის შეღავათებს ითხოვს

“მოძრაობა ხალხისთვის” დამფუძნებელმა ანა დოლიძემ პარლამენტთან აქცია გამართა და სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა და სწავლის საფასურის განახევრება მოითხოვა. აღნიშნული სტუდენტები სწავლას თანხის გადაუხდელობის გამო ვერ აგრძელებენ.

აქციას შეუერთდნენ თავად სტუდენტებიც. ანა დოლიძემ პარლამენტთან განთავსებულ რკინის ჯებირზე პეტიციის გაკვრა სცადა, რისი საშუალებაც მას პოლიციამ არ მისცა.

პოლიტიკოსის თქმით, ამჟამად ქვეყანაში 75 000 ახალგაზრდაა, რომელთაც თანხის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი აქვთ შეჩერებული.  მისი თქმით,  კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო სტუდენტები და მათი ოჯახები აღნიშნული თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ და მოუწოდებს პარლამენტის განათლების კომიტეტს, იმსჯელოს მათთვის სწავლის გადასახადის მინიმუმ განახევრებაზე:

“ქართული ოცნების” პარლამენტარები დღეს იღებენ ხელფასს, ხალხის ფულს, შესაბამისად, ისინი ვალდებულები არიან იმუშაონ ხალხისთვის. უმწვავესი პრობლემა დღეს არის ის 75 ათასი ახალგაზრდა, რომელიც დარჩა განათლების უფლების გარეშე. განათლების კომიტეტი, რომელიც იღებს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, ვალდებულია იფიქროს, როგორ გაუნახევროს ან გაუუქმოს გადასახადი ამ 75 000 პირს”, – ამბობს ანა დოლიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი