თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში

თბილისის მერია საახალწლო კონცერტში 491 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამას შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ საიტზე ატვირთული დოკუმენტაცია მოწმობს. განცხადების განხილვის საბოლოო თარიღი 17 დეკემბერია, მასვე ერთვის თბილისის მერიის ოფიციალური წერილიც, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება ამ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით შეიძენს. საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონცერტს მოქალაქეები ვერ დაესწრებიან და მას პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახავენ. „31 … ვრცლად თბილისის მერია 491 ათასის დახარჯვას გეგმავს უმაყურებლო საახალწლო კონცერტში